venerdì 30 gennaio 2009

ინანას

როცა მზე ზღვაში ეშვება, სიყვარულის უღრმესი გამოხატულებაა... ამ შინა-არსს ჰერმან ჰესსე "სიყვარულის ჩუქურთმა"-ს უწოდებდა. შენ ზღვა ხარ, ...

mercoledì 28 gennaio 2009

ინანას

ნაცრისფერი ამინდია... მშვენიერ განწყობაზე ვარ... მე-ნატრ-ები...
- - -
შენ რა მოსანატრი ხარ?.. ან მე სად ვიცი მონატრება?.. მაგრამ მაინც...:))

lunedì 26 gennaio 2009

ინანას

აგერ ბომბორა კატა მაურა მაჩვენებს, რომ კატისა და ცეკვა ქართულში ქალის ქცევა გარკვეულწილად ერთნაირია: მიახლოვდება, უნდა მოფერება, ვითომ არ იმჩნევს და მემალება-მეპრანჭება:) მერე ისევ მოდის და თვალებით მეუბნება თითქოს: ჰე ახლა, მიმიხვდიო ბოლოს და ბოლოს :) მიაუო:) ვეფერები და დასაბმელი გახდება ახლა :)

sabato 24 gennaio 2009

ინანას

ძირს ინტელექტუალური, გვალვიანი, სტატიური, მკვდარი და მოსაწყენი მეგობრობა... გაუმარჯოს გულისმიერი, ცოცხალი, მოძრავი, მზიური და შემოქმედებითი მეგობრობის პოეზიას;)

ინანას

რა სასაცილოა გასაღვიძებლად ვიბრაციაზე დაყენებული მობილი:) თითქოს გაბუშტულიაო, გაბრაზებული არ გეშვება და არ ცხრება "ადექი" "ადექი"-ს ძახილით, გეჯუჯღუნება

ინანას

ღამეა, ჩახჩახა მთვარე, მზეკაცი თავისხელა წითელ გულს თეთრი მთის აღმართზე აწვება-აგორებს. კარგი დასახატი იდეა ფიქსია. შენ ხატავ, მე კი სხვანაირად უნდა მოვაბა თავი.

ინანას

"ჰმ" გამომეტყველებასა და აწკიპულ წარბებს გაფიცებ :)) ბევრი მზე შენ

ინანას

დედის თვალებს ჩახედე-ნახავ, სიყვარულს გეუბნებიან. იმ საღამოს შენი თვალები და მზერა მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი დიდი კითხვა იყო, თითქოს მეკითხებოდი: მე ვიყავი ის თუ არა. შენი კითხვაც ამის დასტური იყო, მაგრამ სინამდვილეში ახლაც არ იცი პასუხი. რომ მოვალ, გაცოდინებ. ბევრი მზე შენ გულს დღეს და სულ

ინანას

ვაიი..:)! შენ მოგწერე თუ არა, უცებ სმს მოვიდა. იმ 1 წამში სიხარულით ჭკუიდან გადაცდომას ბევრი არ მიკლდა იმის გაფიქრებით, რომ შენ შეიძლება ყოფილიყავ. დავტაცე მობილს ხელი და... "თქვენი ანგარიში იწურებაო"-ს სმს არ ყოფილა?...:) მერე რა, რომ ინფანტილური ვარ? შენ ხომ ჩემი სიყვარული ხარ და მე ღმერთი შენით და ამისაგან.