mercoledì 25 febbraio 2009

ინანას

სატრფო ის წიგნია, რომელშიც ღმერთი იკითხება, მიჯნურის თვალები და სული კი მისი სათაურია. ისევ ის პარასკევი საღამო და შენს თვალებში ჩახედვა. ვუფიქრდები და ასეა.

lunedì 23 febbraio 2009

ინანას

ჩვენი ერთობა მთვარის სონატაა. თქვენი მეგრული კი ბეთჰოვენის მთვარის სონატის შინაარსზე უფრო მეტია, თეთრი და ვარდისფერი მთვარე-მანდილოსნებითა და კოლხი ვესტალებით

venerdì 20 febbraio 2009

ინანას

ახლა თუ მერე, ცოტას მაინც იღიმები მზიანად. გულში მაინც. სულში მაინც. სადმე მაინც. სულ სულ არა?:) სულ სულ სულ? ერთი ცეროდენაც?:) რატომ იღიმები?:))) მეც...

ინანას

ეგვიპტელებს ბედნიერების აღმნიშვნელ სავსე გულისათვის სიყვარულით სასულის გამოფეთქებაც რომ დაემატებინათ, წინწაწეული ნაბიჯი იქნებოდა... ელინებს კი, თუკი გულს ღმერთების ბჭეს უწოდებდნენ, მასში სიყვარულის მოძალებისათვის ღმერთის მოძალება უნდა დაერქმიათ... ზეადამიანობაა ორივეს გაძლება... გენაცვალე

ინანას

გულის თვალით ვეხებით ჭეშმარიტებას, გნების თვალით კი ოდენ ვჭვრეტთ მას. სიყვარული გულის ხედვაა-გხედავ, გგრძნობ და შენი სული ცხადია ჩემთვის. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც მთვარის, ზღვის და თაფლისფერ შინაგან სამყაროს სარკეებში ჩაგხედე იმ პარასკევ საღამოს. ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, რომ იცოდე...

ლელას :)

ჯიჯ, ქორექო შურო ცოცხალ?:) მარაშ ბოლოს ნეტის იპუაფუქ დო იმენდ მიღ, ქორძირ-და, დიბრაგადუანთ აკა:) Made in მარგალურ სმს:)

პასუხი :)

დითა, სი ქორექ, ნანა, ცოცხალი და, მა ქუვორექ. სო დინი, ბოი?

mercoledì 18 febbraio 2009

ინანას

კიდევ ერთხელ გენაცვალე იმ გამთვარულ ღიმილსა და კოპების შეკვრაში და შევყევი კუდიგორის გზას. აი, ასეთი გულის საღამოს გისურვებ.

ინანას

ჩემი გულთბილი და სულტკბილი ზღვა ხარ-და არა მარტო თქმით, არამედ შინაგანად და ღრმა შეგრძნებით-ესე იგი, ცხადადაც...

martedì 17 febbraio 2009

ინანას

ინანა სხვაა... მთვარეა, ზღვაა,
დუმუზი მზეა, აის-დაისი.
ციურის წყალში ჩაძირვა ღრმაა-
იდუმალება ღამით გაისმის.

lunedì 9 febbraio 2009

ინანას

და ვის ეყვარები ხანშიშესული მშვენიერი ანა ლამაზ ჭაბუკა ანაზე უფრო მეტად?:) ჯერ კიდევ ბრძენი მუჰამმად ამბობდა, რომ კარგად დასმული კითხვა პასუხის ნახევარიაო:)

domenica 8 febbraio 2009

ინანას

ღამეა. ბნელა. მზე თბილ მუსიკას ბადებს საკუთარ თავში: ნელ, ჩუმ, მშვიდ და ცისკენ ყელმოღერებულ მუსიკას; ღამეს კი საბნად იხურავს ტანზე...

ინანას

კიდევ ის, რომ სადაც ხასხასა, მაგრამ თბილი ყვითელი ფერისა და ზღვისფერი ლურჯის ურთიერთშეხამებას ვხედავ, შენ ხარ იქ

sabato 7 febbraio 2009

ინანას

სულიერი მეგობრობა და ერთმანეთის ანდროგინული ნახევრობა ისიც არაა, ნებისმიერი მიმართულებით და ნებისმიერად რომ იარო, მაინც იმ ადამიანამდე მიდიოდე? რას იტყვი?

venerdì 6 febbraio 2009

ინანას

ირმის ბუსკა თვალები (სული), გრუზა თმები (ქალურობა), სახესავსე (მთვარე), მაღალი ნუკრა ყელი (სიტკბო)-მარტო ამის გამო შეგიყვარებდა ადამიანი, სხვა რომ არა ვთქვა

ინანას

ზღვა მზის სითბოს წყაროა.... მზე-ზღვის ძალა და სიცოცხლე...

ინანას

არა, მითხარი: ამ ღამით, შუა წვიმაში რომელი გადარეული შეგატყობინებს, რომ მთვარე პირს იბანს?!:)

* * *

ღრუბლები ინანას პირსახოცია, წვიმის თქეში კი-ციური შხაპი... ინანურ ღამეს გისურვებ, ინ-ანავ ჩემო

giovedì 5 febbraio 2009

მწვანილი :)

ისპანახი წამოვადუღოთ და გავწუროთ. ჭინჭარი ცოტა ხანი ვადუღოთ და გავწუროთ. გავატაროთ. ასევე, ხახვი, ნიორი, წიწაკა, ცოცხალი ქინძი,
...
შეიძლება ცოტა ნიახური, პრასი, მარილი გემოვნებით. 1 კგ პროდუქტს ეყოფა 200 გრ ნიგოზი, ან თხილი

კოკას

გაგიმარჯოს, ჯიმაია. სულ შენს ხსენებაში ვართ. მამა ამბობს, რომ ჩამოსვლის დღეს "პლაკატები"-თა და ოვაციებით დავხვდებითო :-)

ინანას

და შენ იყო თამარ დედოფლის დარბაზის ჭაღი, ცოტათი მაინც თუ არ გაიღიმო ახლა:)) აი, მასე:)) გენაცვალე:) ანუ სად იყავ "დო სიხ პორ?":) ბიჯო ბიჯოოო არა?:)