giovedì 25 giugno 2009

ეკუნა-კოკა-ეკუნა

ეკუნა:
-ვიმედოვნებ, გამოცდა ჩააბარე. თუ არ გინდა, ზრდილობის გამო ნუ მიპასუხებ.

კოკა:
-რომ არ მოგწერო, არც შენ გეამება და არც მე-ამად, ზრდილობის გამო არ გეხმაურები. შენ ბავშვი მიწოდე და ჩემი შენდამი დამოკიდებულებისგან განსხვავებით, ალბათ, უფრო ასეთი გგონივარ. დიახ, ბავშვი-ც ვარ და ეს დიდებულია, მაგრამ მხოლოდ ასე რომ იყოს, გული უნდა მომსვლოდა. თუმცა, ამას და ასე არ იწერება, ვინც ოდენ ბავშვია. გუშინწინდელი ცალმხრივი უალალობა არ მომეწონა. და ეს ყოველი, რათა ვიღაც სხვა და სხვანაირი არ გეგონო. გამოცდამ მშვენივრად ჩაიარა და ხვალ მეორეა.

ეკუნა:
-მე ზუსტად ის და ისეთი მგონიხარ, როგორიც ხარ და სწორედ, ასეთი ხარ მისაღები ნებისმიერი ფორმის ურთიერთობისთვის და არაფერი არ მინდა შენთვის სიკეთის გარდა. დანარჩენი შენ იცი, კოკ. ღმერთმა ყველაფერში ხელი მოგიმართოს. ძალიან გამეხარდება. ვიმედოვნებ, ეგ უსაგნო წყენაც გაგივლის. წამატებებს გისურვებ გამოცდებზე. კეთილად იყავი.

venerdì 19 giugno 2009

ნინო

გულისთქმას მივყვები და არ ვიცი, სად მიმიყვანს. ადამიანთა უმრავლესობა ხომ მომავლისკენ შიშით იხედება და ავიწყდებათ, რომ სიცოცხლე კი აქ, აწმყოშია. მერე კი გამოდის, რომ ადამიანები არც აწმყოში ცხოვრობენ, არც მომავალი აქვთ. ბედნიერება კი განგებას მხოლოდ მამაცებისთვის მოაქვს...

სმს-აჯაბსანდალი :)

ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ და დავამარილოთ ნახევარი საათი. ხახვი, სტაფილო, ბულგარული ერთად მოვთუშოთ. როცა მზად იქნება, დავაყაროთ ნიორი, პომიდორი და მივაშუშოთ.

ცალკე მოვშუშოთ წყალგავლებული და გაწურული ბადრიჯანი. როცა მზად იქნება, ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთს

ვაჰ, დრონი, დრონი :)

კოკიტელა, დღეს დამირეკა დათო ოთხოზორიამ. ძალიან გამახარა. შენც მოგიკითხა :) ისევ ისეთი ხუმარაა :)

ვაინახი ვაშასაგან ინგუშეთიდან

Carissimo, come va, tutto ok? Qui tutto procede bene, a parte che da 4 giorni ho preso una brutta influenza con mal di gola terribile. Un'abbraccio, Ilez. P.S. Mi saluti i nostri comuni amici

ეკუნა ლომიძისაგან

საყვარელო და ყელჩასა-კოკ-ლოზინებელო, ახლახან მოვედი ინტერვიუდან. ვინახულე 101 წლის ქალი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრება მშვენიერია. მთავარია, არ დანებდე დროს და გუი სიყვარულით გქონდეს სავსე.