venerdì 30 gennaio 2009
mercoledì 28 gennaio 2009
ინანას
ნაცრისფერი ამინდია... მშვენიერ განწყობაზე ვარ... მე-ნატრ-ები...
- - -
შენ რა მოსანატრი ხარ?.. ან მე სად ვიცი მონატრება?.. მაგრამ მაინც...:))
- - -
შენ რა მოსანატრი ხარ?.. ან მე სად ვიცი მონატრება?.. მაგრამ მაინც...:))
lunedì 26 gennaio 2009
ინანას
აგერ ბომბორა კატა მაურა მაჩვენებს, რომ კატისა და ცეკვა ქართულში ქალის ქცევა გარკვეულწილად ერთნაირია: მიახლოვდება, უნდა მოფერება, ვითომ არ იმჩნევს და მემალება-მეპრანჭება:) მერე ისევ მოდის და თვალებით მეუბნება თითქოს: ჰე ახლა, მიმიხვდიო ბოლოს და ბოლოს :) მიაუო:) ვეფერები და დასაბმელი გახდება ახლა :)
sabato 24 gennaio 2009
ინანას
ძირს ინტელექტუალური, გვალვიანი, სტატიური, მკვდარი და მოსაწყენი მეგობრობა... გაუმარჯოს გულისმიერი, ცოცხალი, მოძრავი, მზიური და შემოქმედებითი მეგობრობის პოეზიას;)
ინანას
რა სასაცილოა გასაღვიძებლად ვიბრაციაზე დაყენებული მობილი:) თითქოს გაბუშტულიაო, გაბრაზებული არ გეშვება და არ ცხრება "ადექი" "ადექი"-ს ძახილით, გეჯუჯღუნება
ინანას
ღამეა, ჩახჩახა მთვარე, მზეკაცი თავისხელა წითელ გულს თეთრი მთის აღმართზე აწვება-აგორებს. კარგი დასახატი იდეა ფიქსია. შენ ხატავ, მე კი სხვანაირად უნდა მოვაბა თავი.
ინანას
დედის თვალებს ჩახედე-ნახავ, სიყვარულს გეუბნებიან. იმ საღამოს შენი თვალები და მზერა მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი დიდი კითხვა იყო, თითქოს მეკითხებოდი: მე ვიყავი ის თუ არა. შენი კითხვაც ამის დასტური იყო, მაგრამ სინამდვილეში ახლაც არ იცი პასუხი. რომ მოვალ, გაცოდინებ. ბევრი მზე შენ გულს დღეს და სულ
ინანას
ვაიი..:)! შენ მოგწერე თუ არა, უცებ სმს მოვიდა. იმ 1 წამში სიხარულით ჭკუიდან გადაცდომას ბევრი არ მიკლდა იმის გაფიქრებით, რომ შენ შეიძლება ყოფილიყავ. დავტაცე მობილს ხელი და... "თქვენი ანგარიში იწურებაო"-ს სმს არ ყოფილა?...:) მერე რა, რომ ინფანტილური ვარ? შენ ხომ ჩემი სიყვარული ხარ და მე ღმერთი შენით და ამისაგან.
Iscriviti a:
Post (Atom)