giovedì 25 giugno 2009

ეკუნა-კოკა-ეკუნა

ეკუნა:
-ვიმედოვნებ, გამოცდა ჩააბარე. თუ არ გინდა, ზრდილობის გამო ნუ მიპასუხებ.

კოკა:
-რომ არ მოგწერო, არც შენ გეამება და არც მე-ამად, ზრდილობის გამო არ გეხმაურები. შენ ბავშვი მიწოდე და ჩემი შენდამი დამოკიდებულებისგან განსხვავებით, ალბათ, უფრო ასეთი გგონივარ. დიახ, ბავშვი-ც ვარ და ეს დიდებულია, მაგრამ მხოლოდ ასე რომ იყოს, გული უნდა მომსვლოდა. თუმცა, ამას და ასე არ იწერება, ვინც ოდენ ბავშვია. გუშინწინდელი ცალმხრივი უალალობა არ მომეწონა. და ეს ყოველი, რათა ვიღაც სხვა და სხვანაირი არ გეგონო. გამოცდამ მშვენივრად ჩაიარა და ხვალ მეორეა.

ეკუნა:
-მე ზუსტად ის და ისეთი მგონიხარ, როგორიც ხარ და სწორედ, ასეთი ხარ მისაღები ნებისმიერი ფორმის ურთიერთობისთვის და არაფერი არ მინდა შენთვის სიკეთის გარდა. დანარჩენი შენ იცი, კოკ. ღმერთმა ყველაფერში ხელი მოგიმართოს. ძალიან გამეხარდება. ვიმედოვნებ, ეგ უსაგნო წყენაც გაგივლის. წამატებებს გისურვებ გამოცდებზე. კეთილად იყავი.

Nessun commento:

Posta un commento